წარმატებული თრომბოლიზისი

კიდევ ერთი წარმატებული თრომბოლიზისი კლინიკა თიმში, კლინიკური ხარისხის ინდიკატორის (door-to-needle time)  რეკორდული მაჩვენებლით

79 წლის ქალბატონი, რომელსაც 14.05.2020წ 08:35 სთ-ზე გამოეხატა მეტყველების გაძნელება, სახის ასიმეტრია, უმოძრაობა და მგრძნობელობის დაქვეითება მარჯვენა კიდურებში, აგრეთვე ძლიერი საერთო სისუსტე, დაეთრგუნა ცნობიერება – ვერ შემოდიოდა კონტაქტში. 09:35 სთ-ზე სასაწრაფო დახმარების მიერ ჰოსპიტალიზდა თბილისის მედიცინის ინსტიტუტში (TIM), რომელიც წარმოადგენს ე.წ. “ინსულტისთვის მზადმყოფ კლინიკას” (stroke ready hospital), აღჭურვილია ინსულტის ერთეულით (stroke unit) და შესაბამისი კვალიფიკაციი სპეციალისტების მულტიდისციპლინური გუნდით. პაციენტი დაუყოვნებლივ შეფასდა ნევროლოგიურად, გადაუდებლად ჩაუტარდა ლაბორატორიული და მაღალი რეზოლუციის რადიოლოგიური კვლევები.

ნევროლოგიური სტატუსი:

• სომნოლენცია – GCS სკალით – 11 ქულა (E3V4M4,)
• ტოტალური აფაზია და მარჯვენამხრივი ჰემიპლეგია – NIHSS სკალით – 17 ქულა.
• ჩატარებულ თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე ჰემორაგია გამოირიცხა, ASPECT სკალით -10 ქულა,
დაისვა თავის ტვინის ინფარქტის (იშემიური ინსულტის) დიაგნოზი, ვინაიდან პაციენტი აკმაყოფილებდა სისტემური ინტრავენური თრომბოლიზისით მკურნალობის კრიტერიუმებს, ოჯახის წევრებისგან მიღებულია წერილობითი ინფორმირებული თანხმობის შემდეგ, 09:47 სთ-ზე დაწყებული იქნა თრომბოლიზისის პროცედურა პრეპარატით აქტილიზე შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით. თრომბოლიზისის პროცესშივე პაციენტის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ნაწილობრივ გამოსწორდა ნევროლოგიური სიმპტომები (NIHSS-6 ქულა), ხოლო 16 სთ-ის შემდეგ, ნევროლოგიური დეფიციტი სრულად უკუგანვითარდა (NIHSS – 0 ქულა). პაციენტი გაწერილი იქნა კლინიკიდან დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში ყოველგვარი ნევროლოგიური დარღვევის გარეშე.

• დრო დაავადების განვითარებიდან კლინიკაში მოყვანამდე (Onset-to-door time) – 60 წთ
• დრო კლინიკაში მოყვანიდან თრობოლიზისის დაწყებამდე (Door-to-needle time) -12 წთ
• დრო დაავადების განვითარებიდან თრომბოლიზის დაწყებამდე (Onset-to-needle time) 56 წთ