კაპილარული ჰემანგიომა

Abstract:

გულის ჰემანგიომა წარმოადგენს გულის პირველადი სიმსივნეების 2.8%-ს. ჩვენს პაციენტთან, სიმსივნე მდებარეობდა მიტრალური სარქვლის წინა კარედზე, წინასწარი დიაგნოზით ჩაითვალა როგორც პაპილარული ფიბროელასტომა, თუმცა ამოკვეთის შემდეგ მორფოლოგიური კვლევით დადასტურდა – გულის კაპილარული ჰემანგიომა.

Case report:

31 წლის მამაკაცმა მიმართა თბილისის მედიცინის ინსტიტუტს ჩივილით დისკომფორტი გულ-მკერდის არეში. კარდიოლოგიური დაავადებებით დატვირთული მემკვიდრეობით. პაციენტს ჩაუტარდა ელექტროკარდიოგრამა, კარდიოექოსკოპიის და დატვირთვის ტესტი. კარდიოექოსკპიაზე გამოვლინდა 1სმ. დიამეტრის მოძრავი მოცულობა მიმაგრებული მიტრალური სარქვლის წინა კარედზე(სურ.1). ემბოლიზაციის რისკის გამო მოხდა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია. ჩაუტარდა მაგნიტურ რეზონანსული (სურ.2) და კომპიუტერული ტომოგრაფიული (სურ 3.) კვლევები. პრეოპერაცოიული კვლევების დროს მნიშვნელოვანი პათოლოგია არ გამოვლინდა. ზოგადი ანესთეზიის ქვეშ, ჩატარდა სტერნოტომია, მოხდა გულის ხელოვნური სისხლის მიმოქცევაზე გადაყვანა, პაპილარულ კუნთზე არსებული წარმონაქმნის მოცილება მოხდა სრულად (სურ 4), სიმსივნე ჩაზრდილი იყო სარქვლის წინა კარედში, რის გამოც ასევე საჭირო გახდა მიტრალური სარქვლის პლასტიკის ჩატარება. პოსტოპერაციულ პერიოდში პაციენტს აღენიშნა პერიკარდიტი, მკურნალობაში ჩართული იქნა სტეროიდი, რის ფონზეც პაციენტის მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესდა. სხვა გართულებებს პოსტოპერაციულ პერიოდში ადგილი არ ჰქონია, ექოლოგიურად სარქველი მუშაობს კარგად.

მკურნალი კარდიოლოგი: ლევან ყურაშვილი

კარდიოქირურგი: ოთარ რუხაძე

ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგები: შალვა ბაშარული, გიორგი არჯევანიძე.

Discussion

გულის ჰემანგიომა, როგორც პირველადი გულის სიმსივნე ძალიან იშვიათია, დაახლოებით შეადგენს ამოკვეთილი სიმსივნებიის 2.8%. ჰისტოლოგიურად არსებობს: 1) კავერნოზული ჰემანგიომა 2) კაპილარული ჰემანგიომა 3) არტერიოვენოზური ჰემანგიომა. კაპილარული ჰემანგიომა შედგება ენდოთელიალური უჯრედების ლობულებისგან, რომლებიც ქმნიან პატარა, კაპილარების მაგვარ სისხძარღვებს. ჩვენს პაციენტთან მორფოლოგიურად დადასტურდა კაპილარული ჰემანგიომა. გულის ჰემანგიომა შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, ლოკალიზაციის მიხედვით ის შეიძლება იყოს გულის ნებისმიერ ღრუში. კლინიკური სიმპტომები დამოკიდებულია სიმსივნის ლოკალიზაციაზე და ზომაზე. შესაძლოა მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ და აღმოჩენა ხდება რუტინული კვლევების დროს ან აუტოფსიაზე. სიმპტომურ პაციენტებში, ჰემნაგიომა იწვევს არითმიებს, პერიკარიდიულ ეფუზიას, შეგუბებით გულის უკმარისობას, გამავალი ტრაქტის ობსტრუქციას. დიაგნოსტირება ხდება ექოკარდიოგრაფიით, მაგნიტორეზონენასული ან კომპიუტერული ტომოგრაფიით. CT და MRI კვლვევით დგინდება სიმსივნის ზომა და ჩაზრდა. პაციენტებში, რეზექტაბელური სიმსივნური წარმონაქმით, პროგნოზი კარგია. მიღებულია, რომ გულის ჰემანგიომის საუკეთესო მკურნალობაა ქირურგიული ჩარევა.

ეკგ და კარდიოექოსკოპია

სურათი 1 კარდიოექოსკოპია. ისახება 10მმ ზომის, მკვეთრად მობილური მასა, რომელიც მიმაგრებულია ანტეროლატერალურ პაპილარულ კუნთზე.

მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია

სურ 3. მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია. მოგვაინებით გაძლიერებით ფაზაში ისახება 10მმ ზომის კონტრასტირებადი კვანძი, რომელიც მიმაგრებულია პაპილარულ კუნთზე.

კომპიუტერული ტომოგრაფია

სურ. 3 გულის კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტით, არტერიული ფაზა, ისახება კონტრასტირებადი კვანძი, რომელიც მიმაგრებულია პაპილარულ კუნთზე

ქირურგიული ჩარევა:

პაციენტის მდგომარეობა ჰემოდინამიკურად სტაბილური იყო, მას ლაბორატორიული ანალიზები ნორმის ფარგლებში ჰქონდა, კორონარული არტერიის დაზიანებაც არ გამოვლიდა.

პაციენტს ზოგადი ანესთეზიის ქვეშ ჩაუტარდა სტერნოტომია, და გულის ხელოვნური სისხლის მიმოქცევაზე იქნა გადაყვანილი. ქირურგიული ჩარევისას მიტრალურ სარქვეზე არსებული მოცულობის მოცილება სრულად მოხდა. იმის გამო რომ, სიმსივნე ჩაზრდილი იყო სარქვლის წინა კარედში, საჭირო გახდა მიტრალური სარქვლის პლასტიკის ჩატარება. ქირურგიული ოპერაციით სიმსივნე წარმატებით ამოიკვეთა.

ამოკვეთილი მასა

სურათი 4 ამოკვეთილი სიმსუვნური მოცულობა