
Neurology
გამოცდილი სპეციალისტები
თბილისის მედიცინის ინსტიტუტის ნევროლოგები ქვეყანაში ამ დარგის მოწინავე სპეციალისტები არიან, ჩვენ უახლეს ტექნოლოგიებზე და დასავლურ სტანდარტებზე დაფუძნებულ სამედიცინო მომსახურებას გთავაზობთ.
მომსახურების ფართო სპექტრი
თიმში შეგიძლიათ მიიღოთ მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების კონსულტაცია და მკურნალობა ნერვული სისტემის ნებისმიერი პათოლოგიების დროს. ნევროლოგიური დეპარტამენტის ექიმები მუდმივად თანამშრომლობენ სხვადასხვა მიმართულების ექიმებთან, რათა პაციენტებმა მაქსიმალურად ეფექტიანი მკურნალობა მიიღონ.
ექიმები
ნევრლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი – პროფ. ალექსანდრე ცისკარიძე
უფროსი ნევროლოგი – Kakhaber Akhvlediani, MD
უფროსი ნევროლოგი – ნინო კრავეიშვილი
ექიმი-ნევროლოგები: ნინო ბოჭორიშვილი, თამარ ზედგინიძე, მირანდა დემურია, მარიამ კეკენაძე
დიაგნოსტიკა და მართვა
თრომბოლიზისი:
პაციენტს ინტრავენურად ესხმება თრომბის დამშლელი ნივთიერება – ალტეპლაზა (tPA), რაც იწვევს სისხლძარღვის გამავლობის აღდგენას. თერაპიული ფანჯარა – დაავადების დაწყებიდან მაქსიმუმ 4.5 სთ
თრომბექტომია:
სისხლძარღვების გავლით, კათეტერის მეშვეობით თრომბის გამოღება დაზიანებული სისხლძარღვიდან. თერაპიული ფანჯარა – დაავადების დაწყებიდან 6-7 სთ-მდე;
კომპიუტერულ-ტომოგრაფიული (კტ) პერფუზია:
კომპიუტერულ-ტომოგრაფიული (კტ) პერფუზიის დახმარებით შესაძ;ებელია თერაპიული ფანჯრების გახანგრძლივება 12-24 სთ-მდე;
თიმი სთავაზობს პასიური და აქტიური ფიზიკური რეაბილიტაციის სერვისს ჰოსპიტალიზებულ პაციენტებს:
• ინსულტის ერთეულში
• ინტენსიური თერაპიის ბლოკში
• პოსტოპერაციული ბლოკში
• რეგულარულ სტაციონარში
ადრეული ფიზიკური რეაბილიტაციია სერვისი ითვალისწინებს შემდეგს:
• პასიური და აქტიური ფიზიკური რეაბილიტაციის სავარჯიშოები ინდივიდუალიზებული მიდგომით
• ყლაპვის და მეტყველების ვარჯიში
• მექანოთერაპიას და ჩონჩხის კუნთების ელექტროსტიმულაცია