ქეთევან ჭანტურიშვილი არის სერთიფიცირებული ენდოკრინოლოგი. მან მედიცინის აკადემიური ხარისხი მიიღო დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში (DTMU), ხოლო კლინიკური გამოცდილება მიიღო გერმანიის წამყვან ჰოსპიტალებში: Charité – Universitätsmedizin Berlin, Deutsche Herzzentrum Berlin და MVZ Medicover Berlin-Mitte.
ამჟამად მოღვაწეობს თბილისის მედიცინის ინსტიტუტში (TIM), როგორც ექიმი ენდოკრინოლოგი და არის მოწვეული ლექტორი დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში.
კლინიკური და აკადემიური საქმიანობის პარალელურად, ქეთევან ჭანტურიშვილი აქტიურად არის ჩართულია კლინიკურ კვლევებში.
ქეთევანი არის ავტორი და თანაავტორი მრავალი პუბლიკაციისა, რომელთაგან რამდენიმე წარდგენილი იყო წამყვან საერთაშორისო კონგრესებზე, მათ შორის ევროპის ენდოკრინოლოგთა საზოგადოების (ECE) და ამერიკის ენდოკრინოლოგიის საზოგადოების (ENDO) ყოველწლიურ შეხვედრებზე. მისი ნაშრომები მოიცავს იშვიათ და რთულ ენდოკრინულ შემთხვევებს, როგორიცაა:თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, ჰიპოფიზის პათოლოგიები და მსუბუქი აუტონომური კორტიზოლის სეკრეცია (MACS). 2022 წელს ზალცბურგის კოლუმბიის სემინარზე (ავსტრია) დაჯილდოვდა საუკეთესო კლინიკური შემთხვევის წარდგენისთვის.
ქეთევან ჭანტურიშვილი ამერიკის ლიპიდოლოგიის საზოგადეობის სერთიფიცირებული ექიმია. მან ასევე გაიარა სერთიფიცირებული პროგრამები კლინიკურ ნუტრიციოლოგიაში Wageningen University & Research და American College of Lifestyle Medicine. ქეთევან ჭანტურიშვილი სპეციალიზებულია დიაბეტის თანამედროვე ტექნოლოგიებში, მათ შორის ინსულინის ტუმბოს თერაპიასა და უწყვეტი გლუკოზის მონიტორინგში (CGM). სერტიფიცირებულია კარგი კლინიკური პრაქტიკის (GCP) კურსით. წარმატებით ჩააბარა USMLE Step 1 გამოცდა.
ქეთევან ჭანტურიშვილს მონაწილეობა აქვს მიღებული ევროპის ენდოკრინოლოგთა საზოგადოების (ESE) არაერთ განახლებულ სასწავლო კურსში და წარმატებით დაასრულა ამერიკის ენდოკრინოლოგიის საზოგადოების (ES) ონლაინ პროფესიული პროგრამები. მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო საგრანტო დაფინანსება, მათ შორის პრესტიჟული EYES ზაფხულის სკოლის გრანტი, რომელიც გაიცა ევროპის ენდოკრინოლოგთა (ESE) საზოგადოების მიერ.
ქეთევან ჭანტურიშვილი წარმოადგენდა საქართველოს ამბასადორს AMBOSS-ის გლობალურ სამედიცინო საგანმანათლებლო პლატფორმაზე.
