ნათია შონია M.D.

ნათია შონია სერთიფიცირებული ენდოკრინოლოგია. მან დაამთავრა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი, შემდგომ თბილისის მედიცინის ინსტიტუტის რეზიდენტურა ენდოკრინოლოგიის მიმართულებით, სადაც ამჟამად აქტიურად საქმიანობს როგორც ზოგადი ენდოკრინოლოგი. მისი განსაკუთრებული კლინიკური ინტერესი მოიცავს ოსტეოპოროზსა და პარათირეოიდული ჯირკვლის დაავადებებს.

ნათიას აქვს ენდოკრინული დაავადებების დიაგნოსტიკისა და მართვის მრავალწლიანი გამოცდილება. ის აქტიურად არის ჩართული კლინიკურ პრაქტიკაში, უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში, რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო სამედიცინო კონგრესებსა და კონფერენციებში, ავტორი და თანაავტორია მრავალი პუბლიკაციის, რაც საშუალებას აძლევს თვალყური ადევნოს  ენდოკრინოლოგიის სფეროში მიმდინარე უახლეს განვითარებებს.

ნათია შონია მოწვეული ლექტორია დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტსა და საქართველოს უნივერსიტეტში.

ნათია სერთიფიცირებულია კლინიკური დენსიტომეტრიის საერთაშორისო საზოგადოებისა (ISCD) და სამედიცინო ტექნოლოგიების მართვის ინსტიტუტის (MTMI) მიერ დენსიტომეტრიასა და სხეულის აგებულების დენსიტომეტრიულ კვლევაში, ასევე არის ევროპის ენდოკრინოლოგთა საზოგადოების (ESE), ევროპის თირეოიდოლოგთა ასოციაციისა (ETA) და ამერიკის ენდოკრინული საზოგადოების (ES) წევრი.