ნათია მარგველაშვილი M.D.

ნათია მარგველაშვილი არის ევროპის ენდოკრინოლოგთა ასოციაციის ბორდ-სერთიფიცირებული ენდოკრინოლოგია. მისი ინტერესის სფეროა ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები, ენდოკრინული ჰიპერტენზია, ჰიპოფიზის დაავადებები.  მან მედიცინის დოქტორის ხარისხი მიიღო დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში და გაიარა რეზიდენტურა კლინიკურ ენდოკრინოლოგიაში.

იგი მოწვეული ლექტორი იყო დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში, სადაც ასწავლიდა ბიოქიმიას და კლინიკურ უნარჩვენებს ენდოკრინოლოგიაში. ამჟამად აგრძელებს სწავლებას კლინიკურ ენდოკრინოლოგიაში. ნათია 2019 წლიდან მუშაობს თბილისის მედიცინის ინსტიტუტში, სადაც კლინიკურ პრაქტიკასთან ერთად აქტიურად არის ჩართული სამედიცინო განათლებაში, აკადემიურ საქმიანობასა და კლინიკურ კვლევებში. მისი მიდგომა ეფუძნება მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მკურნალობას და პაციენტზე მორგებულ მიდგომას. ნათია მარგველაშვილი რეგულარულად მონაწილეობს სამეცნიერო კვლევებსა და საერთაშორისო კონფერენციებში. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია ევროპის ჟურნალ Endocrine Abstracts-ში. მას 2023 წელს მიღებული აქვს  ევროპის ენდოკრინოლოგიის, დიაბეტისა და მეტაბოლიზმის ბორდის სერტიფიკატი. ასევე, სერტიფიცირებულია ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერით კვლევასა და ენდოკრინული დაავადებების მართვის თანამედროვე მიდგომებში.

ნათია არის რამდენიმე წამყვანი პროფესიული ორგანიზაციის წევრი, მათ შორის ევროპის ენდოკრინოლოგთა საზოგადოება (ESE), ევროპის თირეოიდოლოგთა ასოციაცია (ETA) და ამერიკის ენდოკრინოლოგთა საზოგადოება (ES).