მარიამ ორჯონიკიძე

მარიამ ორჯონიკიძე არის ექიმი რეზიდენტი, რომელიც ჩართულია სამედიცინო განათლებასა
და კვლევებში. მან დაამთავრა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი 2023 წელს და
2023 წლიდან მოღვაწეობს ენდოკრინოლოგიის დარგში, ექიმ -რეზიდენტად თბილისის
მედიცინის ინსტიტუტში.
ის აქტიურად ჩართულია სამედიცინო სწავლებაში, როგორც ოსკის გამომცდელად და
მოწვეულ ლექტორად დავით ტვილდიანის უნივერსიტეტში.
იგი ევროპის ენდოკრინოლოგთა საზოგადოებისა(ESE) და ამერიკის საზოგადოების (ES)
წევრია. იგი სხვადასხვა კლინიკური ქეისების პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორია. მისი
ნაშრომები გამოქვეყნებულია ჟურნალ ESE Endocrine Abstract და EYES Abstract ში,
რომელიც წარდგენილი იყო ESE კონფერენციაზე, დანიაში, კოპენჰაგენში.
მან წარმატებით დაასრულა სპეციალიზირებული ტრენინგი უწყვეტი გლუკოზის
მონიტორინგის პრაქტიკაში (ADCES) და განავითარა ცოდნა ნუტრიციასა და სიმსუქნის
მედიცინაში, Numeo Medical-ის (Boston, USA) ტრენინგის ფარგლებში