მარიამ ბულაშვილი

მარიამ ბულაშვილმა 2023 წელს მიიღო მედიცინის დოქტორის ხარისხი დავით ტვილდიანის
სამედიცინო უნივერსიტეტში (DTMU). ამჟამად არის ექიმი-რეზიდენტი ენდოკრინოლოგიის
მიმართულებით, თბილისის მედიცინის ინსტიტუტში.
მარიამი მოწვეული ლექტორია დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. ასევე
აქტიურად მონაწილეობს სამეცნიერო კვლევებსა და საერთაშორისო კონფერენციებში, რაც
საშუალებას აძლევს თვალყური ადევნოს ენდოკრინოლოგიის სფეროში მიმდინარე უახლეს
განვითარებებს.
იგი ავტორი და თანაავტორია სხვადასხვა პუბლიკაციის. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია
ევროპის ჟურნალ ESE Endocrine Abstracts და EYES Abstracts -ში.
მან წარმატებით დაასრულა სპეციალიზებული ტრენინგი უწყვეტი გლუკოზის
მონიტორინგის პრაქტიკაში (ADCES) და განავითარა ცოდნა ნუტრიციასა და სიმსუქნის
მედიცინაში Numeo Medical-ის ტრენინგის ფარგლებში.
იგი ასევე არის რამდენიმე წამყვანი პროფესიული ორგანიზაციის წევრი, მათ შორის ევროპის
ენდოკრინოლოგთა საზოგადოება (ESE) და ამერიკის ენდოკრინოლოგთა საზოგადოება (ES).