ია კავთიაშვილი

ია კავთიაშვილი არის ექიმი რეზიდენტი თბილისის მედიცინის ინსტიტუტში. მან წარჩინებით
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინი უნივერსიტეტი 2023 წელს, ხოლო 2024
წლიდან სპეციალიზაციას გადის ენდოკრინოლოგიაში, კლინიკა თიმში.
ია აქტიურადაა ჩართული სამედიცინო განათლებაში, მუშაობს როგორც მოწვეული ლექტორი
დავით ტვილდიანის და აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტებში. მან გაიარა ტელეროტაცია
შინაგან მედიცინასა და ენდოკრინოლოგიაში ამერიკის შეერთებულ შტატებში, რამაც მისცა
მეტი გამოცდილება ამავე სპეციალობებში.

მისი სერტიფიკატები მოიცავს ნუტრიციოლოგიასა და ჯანმრთელობას (Wageningen University
and Research), ამერიკის დიაბეტიის ასოციაციის სერტიფიკატს შაქრიანი დიაბეტის ტიპებსა
და დიაგნოზზე, ასევე კურსებს ნუტრიციოლოგიაში (American College of Lifestyle Medicine;
Lifestyle Medicine და Food as Medicine Essentials). გარდა ამისა, იამ გაიარა
სპეციალიზირებული ტრენინგი ნუტრიციასა და სიმსუქნის მედიცინაში Numeo Medical-ში და
წარმატებით დაასრულა სპეციალიზირებული ტრენინგი უწყვეტი გლუკოზის მონიტორინგის
პრაქტიკაში (ADCES).

იამ წარმატებით ჩააბარა ამერიკის შეერთებული შტატების სამედიცინო სალიცენზიო გამოცდის
(USMLE) – I და II ეტაპები. იგი არის სხვადასხვა პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი. ია
შერჩეული იყო ევროპის ენდოკრინოლოგიის საზაფხულო სკოლა 2025-ის სპიკერად. ის ასევე
არის ევროპული ენდოკრინოლოგიის საზოგადოების (ESE) აქტიური წევრი.