რადიოლოგია

გამოცდილი სპეციალისტები

თბილისის მედიცინის ინსტიტუტის სერტიფიცირებული რადიოლოგები ამ დარგის მოწინავე სპეციალისტები არიან, ისინი თქვენ  უახლეს ტექნოლოგიებზე და სამედიცინო პროფესიონალიზმის საუკეთესო სტანდარტებზე დაფუძნებულ დიაგნოსტიკურ სერვისს გთავაზობენ.

თანამედროვე აღჭურვილობა

დეპარტამენტი აღჭურვილია  კომპიუტერული ტომოგრაფით – Toshiba Aquilion ONE (640-slice).

კომპიუტერული ტომოგრაფიით ხდება თავის, კისრის, გულმკერდის, მუცლის, მენჯისა და კიდურების სხვადასხვა პათოლოგიების დიაგნოსტიკა.
აღნიშნული აპარატი გამოირჩევა მაღალი სივრცითი და დროითი გარჩევადობით, რაც განაპირობებს წვრილი სტრუქტურების მაღალი სიზუსტის დიფერენცირებას და მოძრავი ორგანოს – გულის ზუსტ დიაგნოსტიკას. ასევე ახდენს დასხივების დოზის კორექციას პაციენტის წონის მიხედვით. შესაბამისად ხდება სხივური დატვირთვის მინიმუმამდე დაყვანა.

რენტგენოლოგიური კვლევა ტარდება Shimadzu Mobile Art აპარატზე.
ულტრაბგერითი კვლევა ხდება Phillips X Matrix IE 33 აპარატზე

უსაფრთხო გარემო

თქვენი უსაფრთხოება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. თიმის სპეციალისტები ზრუნავენ იმაზე, რომ  რადიოლოგიური კვლევები მინიმალური დასხივებით და უსაფრთხოების დასავლური სტანდარტების დაცვით ჩატარდეს

ექიმები

რადიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელია: გიორგი კაჭახიძე

თანამშრომლები: სოფო ცირდავა, ნინო ნაცვლიშვილი და ლიკა ჯამბურია

უნიკალური კვლევები

კტ კორონაროგრაფია

კტ კორონაროგრაფია სრულდება მინიმუმ 64 შრიან კომპიუტერულ ტომოგრაფზე, რადგანაც საჭიროებს მაღალ დროით და სივრცით გარჩევადობას. ტარდება ე.კ.გ. სინქრონიზაციით, რაც საშუალებას გვაძლევს სელექტიურად ინახოს გულის ციკლის დიასტოლური ფაზა. სასურველია პულსი იყოს 65-ზე ნაკლები (რათა მივიღოთ ხანგრძლივი დიასტოლური ფაზა). კვლევა გრძელდება 10-15 წუთი, არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, არ ახასიათებს მნიშვნელოვანი გართულებები.640 შრიანი კტ-ს (Toshiba Aquilion ONE) აქვს უფრო მაღალი დროითი და სივრცითი გარჩევადობა, აგრეთვე გვაძლევს საშუალებას კვლევა ჩატარდეს ნებისმიერი პულსის სიხშირისა და რითმის დროს, საჭიროებს ნაკლებ კონტრასტულ ნივთიერებას, ნაკლები სხივური დატვირთვის ფონზე.

სტატისტიკურად ჩატარებული ინვაზიური კორონაროგრაფიებიდან დაახლოებით 50%-ს არ აღენიშნებათ მნიშვნელოვანი შევიწროვება. აქედან გამომდინარე დიდ ინტერესს იწვევს არაინვაზიური მეთოდით შესრულებული კორონაროგრაფია.კტ კორონაროგრაფია ძირითადად ინიშნება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ტკივილი გულმკერდის არეში, აქვთ კორონარული არტერიების დაავადების მცირე ან საშუალო რისკი. ინიშნება იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სტენტირების ან შუნტირების დაბალი ალბათობა, თუმცა სასურველია გამოირიცხოს კორონარული არტერიების დაავადება, შეფასდეს მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის რისკი. კტ კორონაროგრაფიით ასევე ხდება სტენტებისა და შუნტების გამავლობის შეფასება.

გულის კტ პერფუზია

კუნთის პერფუზია არის ახალი მეთოდი, რომელიც აფასებს კორონარული არტერიების დაავადების სირთულეს.

გულის კტ პერფუზია არის კვლევის მეთოდი, რომელიც გვეხმარება მივიღოთ გადაწყვეტილება, ჩავერიოთ თუ არა შევიწროვებულ სისხლძარღვში. ვსაზღვრავთ კონკრეტული შევიწროვება იწვევს თუ არა მიოკარდიუმის იშებიას, რაზე დაყრდნობითაც ხდება ინტერვენციის აუცილებლობის განსაზღვრა. კვლევის დროს ხდება გულის კუნთის შეფასება, მოსვენებულ და სტრესულ (მედიკამენტით – ადენოზინით სტიმულირების ფონზე) მგომარეობაში. მიოკარდიუმის ის უბანი რომელიც სუსტად კონტრასტირდება სტრესის ფონზე იშვლება იშემიურად, შესამაისად ამ უბნის მკვებავი სისხლძარღვი საჭიროებს ჩარევას (სტენტირება ან შუნტირება).

 

ფილტვის კიბოს სკრინინგი

ფილტვის კიბო არის სიკვდილიანობის ყველზე ხშირი მიზეზი სიმსივნეებს შორის ყოველ მე-14 ადამიანს აქვს შანსი დაემართოს ფილტვის კიბო.

მოწევა არის ფილტვის კიბოს გამომწვევი  ყველაზე ხშირი მიზეზი. ფილტვის კიბოთი დაავადებულების : 50% – ყოფილი მწეველი.  36% – მწეველი. 14% – არამწეველი.
ყველა სიმსივნე თავდაპირველად არის მცირე ზომის, ამიტომ დროული აღმოჩენა იძლევა ეფექტური მკურნალობის შანსს!

2011 წლის აგვისტოში  ამერიკის ეროვნული კიბოს ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ეროვნული ფილტვის კიბოს სკრინინგის კვლევა  (national lung  screening trial – NLST)

აღნიშნულიკვლევა ადარებს დაბალ-დოზიან კტ კვლევას რენტგენთან მაღალი რისკის მქონე მწეველ პაციენტებში. რის შედეგადაც დამტკიცდა, რომ კტ-ს რენტგენთან შედარებით შეუძლია 20%ით შეამციროს სიკვდილიანობა.

აღნიშნული კვლევის მიხედვით:

  1.  საუკეთესო მეთოდი ფილტვის კიბოს პრევენციისთვის არის სიგარეტზე თავის დანებება, მოწევის არ დაწყება.
  2. წელიწადში ერთხელ პროფილაქტიკური დაბალ-დოზიანი კტ რეკომენდირებულია:
  • 55-74  წლის ყოფილ და ახლანდელ მწეველებში
  • მწეველობის ისტორია 30 pack-year (მაგალითად თუ ადამიანი ეწევა 30 წლის განმავლობაში დღეში ერთ კოლოფს ან 15 წლის განმავლობაში დღეში 2 კოლოფს)

თავის ტვინის პერფუზია

მწვავე ინსულტი – არის თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვის დათრომბვის შედეგად მიღებული შესაბამისი თავის ტვინის ქსოვილის კვდომა/ინფარქტი.

თრომბოლიზისი – პაციენტს ინტრავენურად ესხმებათ თრომბის დამშლელი ნივთიერება, ალტეპლაზა (tPA), რაც იწვევს სისხლძარღვის გამავლობის აღდგენას.

თრომბექტომია  – სისხლძარღვების გავლით, კათეტერის მეშვეობით თრომბის გამოღება დაზიანებული სისხლძარღვიდან.

თავის ტვინის პერფუზია ძალიან მნიშვნელოვანი კვლევაა მწვავე ინსულტის მართვის დროს.

ინსულტის ცენტრში, მწვავე ინსულტის მკურნალობა მიმდინარეობს თრომბოლიზისითა და თრომბექტომიით. სტანდარტულად ტარდება სიმპტომების დაწყებიდან პირველ 4.5 საათში. ითვლებოდა, რომ 4.5 საათის შემდეგ  იზრდება  სისხლჩაქცევის რისკი.

DAWN  და DEFUSE 3 კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა რომ თავის ტვინის კტ პერფუზიას შეუძლია გააფართოვოს სამკურნალო (თრომბექტომია) ფანჯარა,  სიმპტომების დაწყებიდან 24 საათამდე. დაგვიანებით მომართვის შემთხვევაში (სიმპტომების დაწყებიდან 6-24 საათში), პაციენტებს უტარდებათ თავის კტ პერფუზია, სადაც ფასდება თავის ტვინის შექცევადი და შეუქცევადი დაზანების უბნების თანაფარდობა, ასევე შეუქცევადი დაზიანების უბნის მოცულობა. ხდება დაბალი გართულების რისკის მქონე პაციენტების სელექცია, რომლებსაც უტარდებათ მექანიკური თრომბექტომია.

აღნიშნული კვლევა წარმატებით სრულდება მხოლოდ თანამედროვე, 16 სმ. ზომის, დეტექტორის მქონე აპარატზე, როგორიცაა 640 შრიანი Aquilion One Toshiba.