ენდოკრინოლოგია
ენდოკრინოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკაში მნიშნელოვან როლს ასრულებს ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევები.
ჩვენს კლინიკაში ტარდება შემდეგი კვლევები და პროცედურები:
ლაბორატორიული კვლევები
- ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური ტესტები (TSH, FT4, FT3)
- სისხლში გლუკოზისა და გლიკოზირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა
- ინსულინი და C-peptide
- კორტიზოლი და ACTH
- პროლაქტინი, LH, FSH და სასქესო ჰორმონები (ტესტოსტერონი, ესტროგენი, პროგესტერონი)
- პარათიროიდული ჰორმონი
- ლიპიდური სპექტრი, ღვიძლის ფუნქციები და კრეატინინი
- ვიტამინები
- შარდის საერთო ანალიზი, შარდში ალბუმინ/კრეტინინის თანაფარდობის განსაზღვრა
- 24 საათიან შარდში კალციუმის განსაზღვრა
რადიოლოგიური კვლევები
- დენსიტომეტრია
- სხეულის აგებულების განსაზღრა დენსიტომეტრიის აპარატით (Body Composition)
- ულტრაბგერა
- კომპიუტერიული ტომოგრაფია
პროცედურები
- ფარისებრი ჯირკვლის კვანძის წვრილი ნემსით დამიზნებითი ბიოფსია, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მუტაციული პანელის მოლეკულური ტესტირება
- ადრენალური ვენების კათეტერიზაცია (AVS) კოზინტროპინის ინფუზიით
- ქირურგიული ჩარევები: თირეიდექტომია და პარათირეიდექტომია
ჩვენი გუნდი კლინიკური საქმიანობის პარალელურად აქტიურად არის ჩართული კლინიკურ კვლევებში, რაც უზრუნველყოფს თანამედროვე სამედიცინო ცოდნისა და ინოვაციური მიდგომების ინტეგრაციას ყოველდღიურ პრაქტიკაში.
კვლევებში ჩართულობა გვაძლევს საშუალებას:
- მუდმივად განვაახლოთ კლინიკური ცოდნა და მკურნალობა დავაფუძნოთ უახლეს სამეცნიერო მტკიცებულებებზე;
- შევიტანოთ წვლილი საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების განვითარებაში;
- უზრუნველვყოთ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება.
ჩვენი მისიაა კლინიკურ საქმიანობასა და კვლევას შორის მჭიდრო კავშირის შენარჩუნება, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მედიცინის ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებას ემსახურება.
მიმოხილვა
ენდოკრინოლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის ენდოკრინულ სისტემას, მის დაავადებებსა და ჰორმონებს. ენდოკრინული სისტემა მოიცავს ისეთ ჯირკვლებს, როგორებიცაა ფარისებრი, პარათიროიდული, თირკმელზედა, სასქესო ჯირკვლები (საკვერცხეები ან სათესლეები), პანკრეასი და ჰიპოფიზი, რომლებიც გამოიმუშავებენ ჰორმონებს და არეგულირებენ მეტაბოლიზმს, ზრდას, რეპროდუქციასა და სხვა მნიშვნელოვან ფუნქციებს.
ენდოკრინოლოგი არის ექიმი, რომელიც სპეციალიზდება ენდოკრინული სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში.
იგი მართავს შემდეგ დაავადებებს:
- შაქრიანი დიაბეტი (ტიპი 1 და ტიპი 2, ორსულთა დიაბეტი და სხვა)
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები (ჰიპოთირეოზი, ჰიპერთირეოზი, კვანძები, ჩიყვი და სხვა )
- ოსტეოპოროზი და ძვლოვანი დაავადებები (პარათირეოიდული ჯირკვლის დარღვევები, D ვიტამინის დეფიციტი და სხვა)
- თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები (ჰიპერალდოსტერონიზმი, კუშინგის სინდრომი, ადისონის დაავადება და სხვა)
- ჰიპოფიზის დაავადებები (აკრომეგალია, პროლაქტინომა და სხვა )
- პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი (PCOS) და სხვა რეპროდუქციული ჰორმონული დარღვევები
- სიმსუქნე და მეტაბოლური დარღვევები
ენდოკრინოლოგი მეტაბოლური დაავადებების დროს ზრუნავს პაციენტის განათლებასა და ინფორმირებულობაზე ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში პაციენტის მართვაში ერთვება ნუტრიციოლოგი.
ასევე ენდოკრინოლოგი თანამშრომლობს სხვა სპეციალისტებთან: ოჯახის ექიმებთან, კარდიოლოგებთან, ნეფროლოგებთან, გინეკოლოგებთან და სხვა. საჭიროების შემთხვევაში ამისამართებს პაციენტებს ქირურგიულ მკურნალობაზე (მაგ. ფარისებრი ჯირკვლის ოპერაცია).






