
კარდიოქირურგია
გამოცდილი ქირურგები
თიმის ქირურგიული დეპარტამენტი დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციისა და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე თანამშრომლებით. კლინიკაში არსებული ყველა სამსახური (კარდიოლოგია, რადიოლოგია, რეანიმაციული და ანესთეზიოლოგიური განყოფილება, ლაბორატორია და სხვადასხვა განხრის სპეციალისტები) კარდიოქირურგიულ სამსახურთან ერთად, სრულად არიან ჩართულები თითოეული პაციენტის დიაგნოსტირებასა და მკურნალობაში. მსგავსი გუნდური მიდგომა უზრუნველყოფს პაციენტის მაქსიმალურ დაცულობას და მკურნალობის მაღალ ხარისხს.
მძიმე პაციენტების მკურნალობა
თიმი დაარსების დღიდან აქცენტირებულია დახმარება გაუწიოს ისეთ მძიმე პაციენტებს რომელთა ოპერაციული მკურნალობის წარმატება 20-30%-ს არ აღემატება, თუმცა მსგავს შემთხვევებში ჩატარებული ოპერაციების 97% თიმში წარმატებით სრულდება.
ექიმები
კარდიოქირურგიულ განყოფილების ხელმძღვანელი: ოთარ რუხაძე
კარდიო-ანესთეზიის დეაპრტამენტის ხელმძღვანელები: გიორგი არჯევანიძე, შალვა ბაშარული
ოპერაციები
დაზიანებული გულის მკვებავი სისხლძარღვების აღდგენა:
(კორონარული შუნტირება), როგორც მომუშავე ასევე, გაჩერებულ გულზე (სისხლის ხელოვნური მიმოქცევით)
გულის სარქვლების პლასტიკა და პროთეზირება:
ა) აორტის სარქველი; ბ) ფილტვის არტერიის სარქველი; გ) მიტრალური და ტრიკუსპირალური სარქველი;
აღმავალი აორტის, აორტის რკალის პლასტიკა და პროთეზირება თანამედროვე მეთოდებით
(ბენტალის, ტაირონ დევიდსის, ფლორიდას „სახელოს“ და სხვა სახის პლასტიკური ოპერაციები აორტაზე);
გულის სიმსივნეების და თრომბოზების ქირურგიული მკურნალობა
(მიქსომა, მელანომა, თრომბოზი და სხვა);
გულის დაზიანებული კუნთის და ძგიდეების აღდგენა
(პოსტ ინფარქტული პარკუჭთა შუა ძგიდის დეფექტის დახურვა, პარკუჭის ანევრიზმის პლასტიკა, წინა გულების და წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტების პლასტიკა)
კონსტრიქციული პერიკარდიტის ქირურგიული მკურნალობა
(სუბტოტალური ან ტოტალური პერიკარდექტომია);
კომბინირებული ოპერაციები
(ზემოთ ჩამოთვილი ოპერაციების ერთ ოპერაციაში გაერთიანება საჭიროების შემთხვევაში)
გადაუდებელი ოპერაციები პათოლოგიური დაზიანებების დროს:
აორტის განშრევება, აორტის ანევრიზმა (გამსკდარი), მწვავე იშემიური ინფარქტი, ინფარქტით გამოწვეული პარკუჭის რუპტურა და სხვა მსგავსი მწვავე შემთხვევების ქირურგიული მკურნალობა.