პირველად საქართველოში და ამიერ კავკასიაში ხელმისაწვდომი იქნება Adrenal Vein Sampling (AVS)

უახლოეს მომავალში, პირველად საქართველოში და მთელს ამიერკავკასიაში, კლინიკა თიმ-ში Adrenal Vein Sampling (AVS) ხელმისაწვდომი გახდება. თირკმელზედა ჯირკვლების ვენებიდან სელექციურად სისხლის აღება ანუ AVS წარმოადგენს მინიმალურად ინვაზიურ დიაგნოსტიკურ პროცედურას. გამოკვლევა უტარდებათ პირველადი ალდოსტერონიზმის მქონე პაციენტებს და მიღებული შედეგების მიხედვით განისაზღვრება ინდივიდუალური პაციენტისთვის სწორი მკურნალობის ტაქტიკა. აღნიშნული პროცედურა წარმოადგენს ოქროს სტანდარტს ენდოკრინოლოგიაში და მას სხვა გამოკვლევის სახით ალტერნატივა არ გააჩნია. სწორედ AVS-ის შესწავლის მიზნით, 2024 წლის 22-25 ოქტომბერს კლინიკა თიმის კათეტერიზაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ინტერვენციული კარდიოლოგი ლაშა ჩანტლაძე იმყოფებოდა სტაჟირებაზე აშშ-ში, ქალაქ როჩესტერში, მეიოს კლინიკაში (Mayo Clinic, Rochester, MN), ენდოკრინოლოგიისა და ინტერვენციული რადიოლოგიის დეპარტამენტებში. მეიოს კლინიკა მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი წამყვანი ცენტრია ენდოკრინოლოგიის მიმართულებით, ხოლო სტაჟირების უშუალო ორგანიზატორი და მასპინძელი Dr. William Young მიიჩნევა უმაღლესი დონის ექსპერტად ჰიპერალდოსტერონიზმის მიმართულებით.