თიმის ექიმები ამერიკის კარდიოლოგთა კოლეგიის კონფერენციაზე
2023 წლის ნოემბერში, ქალაქ ათენში ამერიკის კარდიოლოგთა კოლეგიის მიერ გაიმართა კონფერენცია, სადაც შეიკრიბნენ მსოფლიოს წამყვანი კარდიოლოგები და ჯანდაცვის სპეციალისტები კლინიკური კვლევებისა და პრაქტიკის უახლესი მიღწევების გასაზიარებლად. ჩვენი სამედიცინო ცენტრის ექიმების გუნდის – ოთარ რუხაძე, გიორგი კაჭახიძე, თეონა აბრამიშვილი, სოფო ჯანაშია, შოთა აფხაზა და ლალი ესებუას მიერ წარდგენილი იქნა რამდენიმე რთული და იშვიათი კლინიკური შემთხვევა, რაც მოიცავდა ანგიოსარკომის, ფილტვის მასიური თრომბოემბოლიისა და არითმოგენული კარდიომიოპათიის მართვის ჩვენეული გამოცდილების გაზიარებას. ამ შემთხვევებმა დიდი ინტერესი გამოიწვია საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოებაში, რაც ადასტურებს ჩვენს სპეციალისტთა პროფესიონალიზმსა და ინოვაციურ მიდგომებს პაციენტთა მოვლის საკითხში.



წარმოდგენილი შემთხვევები ნომინირებული იყო რთული სამედიცინო შემთხვევების კატეგორიაში და წარდგენილი იყო პოსტერის სესიასა და ორი ზეპირი კლინიკური შემთხვევის პრეზენტაციის სახით. მსგავსი დონის სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა ასახავს ჩვენს მისიას, გავაუმჯობესოთ სამედიცინო ცოდნა და დავნერგოთ თანამედროვე მკურნალობის მეთოდები.