გავუფრთხილდეთ გარემოს და დავიცვათ მომავალი თაობა
კლინიკა თიმის ინიციატივით დაიწყო პროექტი ,,გავუფრთხილდეთ გარემოს და დავიცვათ მომავალი თაობა”. პროექტის ფარგლებში კლინიკის წარმომადგენლები პატარებს უტარებენ სახალისო გაკვეთილს ხელის ჰიგიენისა და მისი მნიშვნელობის შესახებ.
პროექტის ფარგლებში ბავშვები ასევე ეცნობიან ინფორმაციას თუ რატომ უნდა დავიცვათ გარემო დაბინძურებისგან და რა როლი აქვს თითოეულ მათგანს პლანეტის კეთილდღეობის ნაწილში.